ბიზნეს პროცესებ ის მართვა
შინაარსი:
ხშირად ორგანიზაციაში გვიწევს არჩევანის გაკეთება - მომხმარებლის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ და ამისთვის ხარისხის უმაღლესი სტანდარტები შევინარჩუნოთ თუ ხარჯები შევამციროთ და ამით პროდუქტიულობა გავზარდოთ. ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი სწორედ ამაში გვეხმარება, ის მიზნად ისახავს პროცესებისა და რესურსების ზედამხედველობას, დიზაინს და კონტროლს, რაც აუცილებელია პროდუქტის და მომსახურების წარმოებისა და მიწოდებისთვის.
თუ თქვენ გსურთ ოპერაციების „დალაგება“, პროცესების მოწესრიგება, პასუხისმგებლობების სწორად განაწილება, ოპტიმალური რესურსებით უზრუნველყოფა და ამავე დროს მომხმარებლის კმაყოფილების მიღწევა, ეს კურსი თქვენთვისაა. კურსზე მიღებული ცოდნა და სხვადასხვა ტექნიკის გაცნობა მოგცემთ საშუალებას გააანალიზოთ ოპერაციული მონაცემები არაეფექტურობის, ტენდენციების და გაუმჯობესების შესაძლებლობების დასადგენად, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ოპერაციების ეფექტიანობის გაზრდას.
ტრენინგების შინაარსი:
-
ტრეინინგის პროგრამის თემებისა და მიზნების წარდგენა, დღის წესრიგის გაცნობა
-
მონაწილეების გაცნობა
-
კურსთან დაკავშირებული მოლოდინების იდენტიფიკაცია
-
კურსზე მონაწილეობის წესების გაცნობა
-
ოპერაციების მენეჯმენტის არსი
-
პროცესები და ოპერაციები
-
ბიზნეს პროცესების მართვა ორგანიზაციაში
-
პროცესის ტიპები
-
ტიპური შეცდომები ოპერაციების მართვაში
-
მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესების იდენტიფიკაცია
-
რატომ უნდა აღვწეროთ პროცესები
-
პროცესის აღწერა და სინტაქსი
-
პროგრამული უზრუნველყოფა პროცესების აღწერისთვის (Bizagi, Microsoft Visio, სხვა)
-
სიმბოლოების გამოყენება
-
ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია და UML, BPMN
-
პროცესის ანალიზი: რა უნდა ვეძებოთ და როგორ (სუსტი რგოლების, დანაკარგების, არასაჭირო ნაბიჯების გამოვლენის მეთოდები და დელეგირების საშუალებების გამოყენება)
-
პროცესების ოპტიმიზაციის გზები და საშუალებები
-
პროცესის განზომილებები და პროცესების ეფექტურობის შეფასება
-
ხარისხის მართვა;
-
საოპერაციო შიდა აუდიტი
-
განვითარება, პროცესების ადაპტირება და ეფექტურობის გაზრდა ოპერაციებში;
-
ხელოვნური ინტელექტი ბიზნეს პროცესების მეტი პროდუქტიულობისთვის;
-
ფინალური პროექტი და ტრენინგის შეჯამება
ვისთვისაა კურსი
კურსი არის საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, ვინც პასუხისმგებელია ორგანიზაციის შიგნით არსებული ყველა ოპერატიული საქმიანობის ზედამხედველობაზე, მათ შორის წარმოებაზე, ლოჯისტიკაზე, ხარისხის უზრუნველყოფასა და პროცესის გაუმჯობესებაზე.
კერძოდ, სხვადასხვა მიმართულების დეპარტამენტების ხელმძღვანელებისთვის კერძო და საჯარო სექტორში; საოპერაციო მენეჯერის/დირექტორისთვის; მიწოდების ჯაჭვის მენეჯერისთვის; წარმოების დირექტორებისთვის, ლოგისტიკის მენეჯერისთვის; ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერისთვის; ბიზნეს ანალიტიკოსისთვის; ოპერაციების ანალიტიკოსისთვის; პროექტის მენეჯერისთვის; მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერისთვის.
ტრენერები
ეკა კოპლატაძე
მარიკა კლდიაშვილი
ხანგრძლივობა: 15 სატრენინგო საათი
ფორმატი: ჰიბრიდული
ფასი: 970 ლარი
დაწყების თარიღი: 10 ივნისი, სამშაბათი/ხუთშაბათი, თითო დღეს 3 საათიანი შეხვედრა.