top of page
  • Facebook
  • Linkedin
Search

მზად ხართ 2026 წლის გამოწვევებისთვის?

დღეს ლიდერობა აღარ ნიშნავს იმას, რომ ყველა კითხვაზე მზა პასუხი გქონდეს. პირიქით - 2026 წელს საუკეთესო ლიდერებს სწორედ ის გამოარჩევს, თუ რა სისწრაფით შეუძლიათ ახლის სწავლა.

როგორც Accenture-ის CEO-მ, ჯული სვიტმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აღნიშნა: „AI-ს მომავალში მთავარი როლი ადამიანს ეკუთვნის“. ტრანსფორმაციის ცენტრში ისევ ჩვენი კრეატიულობა, ანალიტიკური უნარი და მუდმივი განვითარება რჩება.

ტექნოლოგიები და ბაზარი იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე ჩვენი სამუშაო აღწერილობები. ამ რეალობაში სწავლა ლიდერის მთავარი „ზეძლიერებაა“. ეს კი ნიშნავს:  დასვა სწორი კითხვები;  დაინახო კავშირები იქ, სადაც სხვები ვერ ხედავენ;  და სწრაფად შეცვალო სტრატეგია გარემოს შესაბამისად.

დროა, ფრაგმენტული აზროვნებიდან და ლოკალური/იზოლირებული ინტერესებიდან - სისტემურ ხედვაზე გადავიდეთ. დღეს წარმატებულმა მენეჯერმა უნდა იცოდეს როგორ მოქმედებს ერთი დეპარტამენტის ნაბიჯი მთელ კომპანიაზე, როგორ იკვეთება ფინანსები, ოპერაციები და მომხმარებლის გამოცდილება, რატომ შეიძლება დააზიანოს საერთო საქმე მხოლოდ საკუთარ გუნდზე ზრუნვამ.

ლიდერობის სტანდარტი შეიცვალა: ვიწრო პროფესიული ჩარჩოებიდან უნდა გამოვიდეთ და ღირებულების შექმნის მთლიანი ჯაჭვი დავინახოთ - პირველი ჩანახატიდან რეალურ სარგებლამდე.

მზად ხართ, ლიდერობაში აქცენტი ძიებაზე გააკეთოთ?


 
 
 

Comments


დაგვიკავშირდით:

+995 599226622 

+995 577554443

© 2024 Bewise Georgia

bottom of page