მენეჯერის პროგრამა სადისტრიბუციო ბიზნესში
პროგრამის აღწერა:
თანამედროვე მენეჯერის საქმიანობა ითხოვს მრავალფეროვან ცოდნასა, უნარებს და გამოცდილებას სხვადასხვა მიმართლებით. შუა რგოლის მენეჯერის განვითარების პროგრამის მიზანია - ხელი შეუწყოს თანამედროვე მენეჯრს მოკლე პერიოდში შეიძინოს აუცილებელი უნარები და ცოდნა რომელიც დაეხმარება როგორც სტრატეგიული ამოცანების განხორციელებაში, ასევე ყოველდღური საქმიანობიდან გამომდინარე საოპერაციო ამოცანეფის ეფექტურად შესრულებაში . პროგრამაში შემავალი ტრენინგები ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს და მეორეს მხრივ ადაპტირებულია ლოკალურ გამოწვევებზე და კონტექსტზე; ტრენინგები პრაქტიკული ხასიათისაა, მოიცავს სხვადასხვა სავარჯიშოებს და სიმულაციებს, რაც მიზნად ისახავს რომ მონაწილეებმა მარტივად გადაიტანონ მიღებული ცოდნა თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში. პროგრამა გულისხმობს თვეში სამ ორ-საათიან შეხვედრას, როგორც ფიზიკურად ასევე დისტანციურად წინასწარი შეთანხმებით. სრული პროგრამის გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი და მონაწილეს გადაეცემა მასალების სრული პაკეტი, ასევე ხელმისაწვდომია წერტილოვნად მენტორინგი და საკონსულტაციო შეხვედრები დამატებითი შეთანხმების საფუძველზე.
ვისთვის არის განსაკუთრებით სასარგებლო ეს პროგრამა:
კომპანიის დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის, შუა რგოლის მენეჯერებისთვის, მიმართლების ხელმძღვანელებისთვის, მცირე ჯგუფების ლიდერებისთვის, გაყიდვების მენეჯერებისთვის, K-Account მენეჯერებისთვის, ბრენდ-მენეჯერებისთვის, სუპერვაიზერებისთვის, გაყიდვების წარმომადგენლებისთვის და ყველა იმ თანამშრომლისთვის ვინც აპირებს საკუთარი კარიერის განვითარებას სადისტრიბუციო და ლოჯისტიკის მიმართლებით.
მოსალოდნელი შედეგები:
-
გაყიდვების ზრდა და კომერციული მიზნების შესრულება;
-
მონაწილეები შეძლებენ გაყიდვების დაგეგმვას და შესრულებას KPI/OKR სისტემის მიხედვით
-
გაიუმჯობესებენ მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების მიღების უნარს, რაც აისახება მათ ყოველდღურ შედეგებში;
-
გუნდის პროდუქტიულობის ამაღლება და სუპერვაიზერული მართვის გაუმჯობესება;
-
გაეცნობიან გუნდის თანამედროვე მართვის, მოტივაციისა და კონტროლის სტრუქტურას;
-
გაეცნობიან დისტრიბუციის პროცესების ოპტიმიზაციის და მიწოდების ჯაჭვის მართვის ეფექტიან მიდგომებს;
-
მონაწილეები შეძლებენ დისტრიბუციის სტანდარტების ანალიზსა და გაუმჯობესებას;
-
საოპერაციო მართვის ცოდნის საფუძველზე შეძლებენ მარაგების ეფექტიან დაგეგმვას და დანაკარგების შემცირებას;
-
მონაწილეების უკეთ შეძლებენ საქმიანობის კომერციულ ინტერპრეტაციას;
-
მონაწილეები შეისწავლიან როგორ გაიზომოს გაყიდვების ეფექტიანობა და მომგებიანობა;
-
მონაწილეები გაიუმჯობესებენ ბიზნეს კომუნიკაციის უნარებს და ტექნიკებს;
📈 პროგრამა მორგებულია სადისტრიბუციო ბიზნესის კომპანიების რეალობაზე, მოიცავს პრაქტიკულ ქეისებს ადგილობრივი ბაზრიდან და ხელს უწყობს მონაწილეების განვითარებას როგორც გუნდის ლიდერის, ისე შედეგებზე ორიენტირებული მენეჯერის როლში.
პროგრამის კალენდარი:
ოქტომბერი
-
მიწოდების ჯაჭვის მართვა დისტრიბუციაში
-
მონაცემთა ანალიზი და გადაწყვეტილების მენეჯმენტი გაყიდვებში
-
ბრენდმენეჯმენტი დისტრიბუციაში
ნოემბერი
-
ბიზნეს პროცესების მართვის საფუძვლები და ხარისხის მენეჯმენტი
-
გუნდის მართვა
-
პროდუქტის სტრატეგიული მართვა
იანვარი
-
გაყიდვები და მომხმარებლის გამოცდილების მენეჯმენტი
-
სტრატეგიული მოლაპარაკება და ბიზნეს კომუნიკაცია
-
ციფრული ტექნოლოგიები მენეჯერებისთვის
თებერვალი
-
სურსათის უვნებლობის ნორმები და საბაზისო პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები
-
პროდუქტის საოპერაციო მენეჯმენტი (გაყიდვები და შესყიდვები)
-
მერჩენდაიზინგი გაყიდვების სტიმულირებისთვის დისტრიბუციაში
მარტი
-
მიზნების დასახვა, შედეგების გაზომვა, KPI/OKR
-
დროის ეფექტურად მართვა
-
E-commerce საფუძვლები და გაყიდვების არხების მართვა
აპრილი
-
გაყიდვები /შედეგების ფინანსური და კომერციული მზომი პარამეტრები
-
ფლეიმინგი - სიახლეებზე ადაპტურობა და გამოწვევების პროექტული მართვა
-
მდგრადი ორგანიზაციული განვითარება
პროგრამის საფასური:
-
6 თვის პროგრამის სრული საფასური - 2500 ლარი
-
წინასწარი რეგისტრაციის და გადახდის შემთხვევაში - 2000 ლარი;
-
ერთი თვის შეძენის საფასური - 800 ლარი;
ჯგუფების კორპორატიული შეთავაზებების განხილვა - ინდივიდუალური;
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის სპეციალური შეთავაზებები ჯგუფებისთვის.



