ციფრული და AI პროექტების მენეჯმენტი


-
17 ნოე. 2026, 19:00
Terminal University, University Street 24 T'bilisi
-
დარეგისტრირდი: https://tinyurl.com/bdwcrk3m
თანამედროვე ბიზნეს გარემოს დამახასიათებელი ცვალებადი გარემო, პროექტების და ამოცანების კომპლექსურობა და გრძელვადიანი მიზნების არასაკმარისი ხილვადობა. ამასთან ერთად მომხმარებელი ითხოვს სწრაფ რეაგირებას და მორგებას მის საჭიროებებზე. სწორედ ამიტომ კომპანიები ავითარებენ აიტი ინფრასტრუქტურას, მეტად იყენებენ ციფრულ პროდუქტებს და გაყიდვების არხებს. შესაბამისად აუცილებელი ხდება თანამშრომლებისთვის და მენეჯერებისთვის ციფრული პროექტების მენეჯმენტის ცოდნის გაღრმავება და უნარების განვითარება.
გადაიყვანეთ იდეა რეალურ შედეგში - ისწავლეთ პროექტის მართვა მიზნის განსაზღვრიდან მოთხოვნებსა და სპრინტებამდე, საბოლოო ტესტირების ჩათვლით.
მართეთ პროექტები უფრო ეფექტიანად - გააუმჯობესეთ დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მართვა და გუნდთან თანამშრომლობა.
გამოიყენეთ AI პრაქტიკული შედეგებისთვის - ისწავლეთ AI ინსტრუმენტების გამოყენება დაგეგმვის, ანალიზის, დოკუმენტაციისა და პროექტის მართვის სხვადასხვა ეტაპზე.
განავითარეთ კარიერა პრაქტიკული გამოცდილებით - იმუშავეთ რეალურ პროექტზე, მიიღეთ მზა შაბლონები, პრომპტების რეპოზიტორიუმი და ინდივიდუალური კარიერული მენტორინგი.
ტრენინგის შედეგად მონაწილეები შეისწავლიან თუ რას ნიშნავს ავტომატიზაცია და გაციფრულება, ისინი შეიძენენ აუცილებელ ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს რათა შეძლონ ციფრული პროექტების დაგეგმვა/განხორციელება. კურსის ფარგლებში განხილული იქნება როგორც Agile მიდგომები (Scrum და Kanban), ასევე კლასიკური PMI მეთოდოლოგია; კურსი ითვალისწინებს დარგის საერთაშორისო სტანდარტებს IIBA, BPMN, ITIL. მონაწილეები მთელი კურსის მანძილზე იმუშავებენ რეალურ პროექტზე. პრაქტიკული დავალებებისთვის გამოიყენება Jira / Miro AI / Mural AI / Canva / ClickUp / Notion AI. Bewise აკადემია უზრუნველყოფს პრაქტიკული ცოდნის დაუყოვნებელ გამოყენებას.
ტრენინგის შინაარსი:
შესავალი, პროექტების მართვის საფუძვლები
ციფრული სამყაროს საბაზისო მცნებები და ტერმინოლოგია
დიჯიტიზაცია/დიჯიტალიზაცია/ციფრული ტრანსფორმაცია
პროექტების მენეჯმენტი PMI მეთოდოლოგიით
პროექტის როლები
პროექტის ინიცირება, AI-Powered Initiation
პროექტის შინაარსის განსაზღვრა
პროექტის გეგმა
პროექტის ბიუჯეტი
პროექტის რისკები
პროექტის კომუნიკაცია
პროექტის დახურვა და შედეგების შეჯამება
პროექტების მართვის ემპირიული მიდგომა და მოქნილი მეთოდოლოგიები
რა არის Agile? რა არის Scrum ?
Agile ღირებულებები და საქმიანობის წარმართვის ახალი კულტურა
ვინ არის მსახური ლიდერი?
ემპირიული აზროვნების სამი კომპონენტი
Scrum Master-ის მთავარი კომპეტენციები
რა არის Kanban ?
Agile კორპორატიულ გარემოში , Scaled Agile - SAFe ძირითადი პრინციპები
AI-Enhanced PRDs & Acceptance Criteria
Real-time Dashboards, Risk & DORA Metrics
ციფრული პროდუქტის განვითარება და Product Owner როლი
ბიზნეს მოდელი, Business Model Canvas
მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი, Scrum Product Canvas
განვითარების ინკრემენტულობა და იტერაციულობა
რა არის MVP და ვიზუალური მოდელები პროტოტიპირებისთვის (სკეჩი, მოკაპი)
ფუნქციური ანალიზი, UX/UI ანალიზი
სასურველი ციფრული პროდუქტის აღწერა
Product Backlog, User Stories
Nonfunctional Requirements
Epics
Acceptance Criteria
Spikes
მოთხოვნები პროდუქტის მიმართ და წარმატების კრიტერიუმები
დეკომპოზიციის ტექნიკები
მოთხოვნების მართვა და აღსრულება
მოთხოვნების ურთიერთდამოკიდებულება, ზეგავლენის ანალიზი, Story Mapping
შეფასების პროცესი; Function Points, Ideal Hours, Story Points
The Release Burndown Chart
დანერგვის მოსამზადებელი სამუშაოები
რა არის რელიზი (Release Strategy: Major Releases, Minor Releases, Functional Releases)
ტესტირება, ტესტირების სცენარი
Bug Triage, QA Automation & Go-Live Gates
პროექტის შემდგომი მხარდაჭერა, SLA
შემაჯამებელი პროექტი
ვისთვისაა კურსი:
კურსი განკუთვნილია კომპანიების თანამშრომლებისთვის, რომლებიც
ქმნიან ახალ პროდუქტებს და მომსახურებას ან ავითარებენ უკვე არსებულს
მენეჯერებისთვის და გუნდის ლიდერებისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ სიახლეების დანერგვას
პროექტების მენეჯერებისთვის და გუნდების წევრებისთვის, ვინც ჩართულია პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში, გაყიდვების და კომუნიკაციის არხების განვითარებაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში
კომპანიების თანამშრომლებისთვის, ვინც აპირებს გამოიყენოს AI შესაძლებლობები საკუთარ საქმიანობაში
ციფრული ინდუსტრიით და ციფრული პროექტებით დაინტერესებული ადამიანებისთვის
კურსდამთავრებულებისთვის ხელმისაწვდომია პროექტის მენეჯერის კარიერული დაგეგმარების მენტორინგი - ინდივიდუალური სესია რომლის ფარგლებში შემუშავდება პერსონალური გეგმა და შედეგების მონიტორინგი
ხანგრძლივობა: 27 სატრენინგო საათი
შეხვედრები: სამშაბათი და ხუთშაბათი 19:00-22:00
ფორმატი: ჰიბრიდული
ფასი: 1550 ლარი
ხელმისაწვდომია შიდა განვადება და კორპორატიული შეტავაზებები
დაწყების თარიღი: 17 ნოემბერი
ტრენერი: მარიკა კლდიაშვილი PMP, SFLBA, ACC,CSSYB, Ph.D, MIT MTC GLEEN
გსურთ დამატებითი ინფორმაცია ან გაინტერესებთ, რამდენად შეესაბამება ტრენინგი თქვენს პროფესიულ მიზნებს?
დაჯავშნეთ კონსულტაცია ტრენერთან
დარეგისტრირდი: https://tinyurl.com/bdwcrk3m
