top of page
  • Facebook
  • Linkedin

მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები

მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები
მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები

-

03 დეკ. 2025, 19:00

თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა #24

-

მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები - პრაქტიკული ვორქშოპი მენეჯერებისთვის


ვორქშოპის აღწერა :

ვორქშოპი აძლევს მონაწილეებს ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს, რათა გადაწყვეტილება მიიღონ არა ინტუიციით, არამედ სტრუქტურირებული

ანალიტიკური პროცესით. პროგრამა მოიცავს მონაცემების შეგროვების, გადამუშავების, ანალიზის და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების სრულ

ციკლს. მონაწილეები გაივლიან რეალურ ქეისებს და შეძლებენ ნებისმიერი პროფესიული გარემოში გამოიყენონ ნასწავლი მეთოდოლოგიური მიდგომები.


ვისთვის არის განკუთვნილი :

ვორქშოპი განკუთვილია მართვის დონეზე მყოფი პროფესიონალებისთვის - მენეჯერებისათვის, ლიდერებისათვის და ბიზნესის მფლობელებისათვის, ვინც იღებს ოპერაციულ და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს და სურს საკუთარი ყოველდღიური გადაწყვეტილებები გადაიყვანოს ინტუიციიდან მონაცემებზე დაფუძნებულ, შედეგზე ორიენტირებულ მიდგომაზე.


ვორქშოპი ასევე შედეგიანა: პროექტებისა და გუნდების ხელმძღვანელებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მონაცემთა წარდგენა-ანალიზით და ასევე ორგანიზაციაში დასამქებული პირებისთვის, ვინც გეგმავს მენეჯერულ რგოლზე დაწინაურებას/გასდასვლას (კარიერულ წინსვლას).


რას ისწავლიან მონაწილეები:


სწორად შეაგროვონ და დაამუშავონ მონაცემები

  • გაიგებენ რა არის მონაცემი და რა არის „სანდო მონაცემი“

  • რას ნიშნავს მონაცემთა ხარისხი

  • როგორ უნდა გამოვყოთ მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია

  • როგორ უნდა გავფილტროთ და დავამუშავოთ მონაცემი


მოახდინონ მონაცემების სწრაფი და ეფექტური ანალიზი

გამოიყენონ მარტივი, მაგრამ ძლიერი ანალიტიკური ინსტრუმენტები:

  • პარეტოს ანალიზი

  • ტრენდების ანალიზი

  • შედარებითი ცხრილები

  • კორელაციის იდენტიფიცირება

  • საბაზისო პივოტირება - მონაცემების კატეგორიზაცია და დაჯგუფება


იპოვონ და დაამუშავონ რეალური მიზეზები და არა სიმპტომები

ისწავლიან მიზეზ-შედეგობრივი ანალიზის მეთოდოლოგიებს:

  • "რატომ“-ის ტექნიკა

  • იშიკავას დიაგრამა

  • მიზეზ-შედეგობრივი ცხრილები

  • პრობლემის ხის მეთოდი

შეძლებენ პრობლემის რეალური წყაროს დანახვას და არა ზედაპირულ სიმპტომებზე რეაგირებას.


მოახდინონ მონაცემების ინტერპრეტაცია და შედეგის გადაყვანა გადაწყვეტილებად

  • როგორ უნდა „წაიკითხო“ მონაცემები

  • როგორ გადააქციო ციფრები ამბავად

  • როგორ ამოიკითხო და დააფორმირო ძირითადი მიგნებიბი

  • როგორ ჩამოაყალიბო არსებითი დასკვნები


მიიღონ გადაწყვეტილებები და შექმნან ქმედითი გეგმა

გაეცნობიან გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტებს:

  • გადაწყვეტილებების მატრიცა

  • პრიორიტეტიზაციის ბადე (გავლენა/ძალისხმევა)

  • ქმედებების დაგეგმვის შაბლონი

  • მთავარი მაჩვენებლების (მზომი პარამატრების) განსაზღვრა

  • უკუკავშირის მექანიზმის დაგეგმვა


გამოიყენონ მონაცემზე დაფუძნებული გადაწყვეტილების 5-ნაბიჯიანი მოდელი

  1. მონაცემთა შეგროვება

  2. მონაცემთა დამუშავება

  3. მონაცეთა ანალიზი

  4. ინტერპრეტაცია

  5. გადაწყვეტილება და მოქმედება


ვორქშოპის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:


  • იფიქრონ და განავითარონ მსჯელობა არა მხოლოდ ინტუიციურად, არამედ მტკიცებულებულებებზე დაყრდნობით

  • სწრაფად გამოიტანონ დასკვნები მცირე მონაცემის შემთხვევაშიც

  • აღმოაჩინონ პრობლემის ძირითადი გამომწვევი მიზეზები და თავი აარიდონ ზედაპირული გადაწყვეტილებების მიღებას

  • მიიღონ პრიორიტეტული და ეფექტური გადაწყვეტილებები

  • შექმნან მონაცემებით გამყარებული სამოქმედო გეგმა

  • ობიექტურად გაზარდონ ეფექტურობა, გაყიდვები, გაუმჯობესონ პროცესები, ადამიანური რესურსი, კლიენტებთან ურთიერთობა და ოპერაციების ხარისხი


კურსის ორგანიზება

ხანგრძლივობა: ორი სამ-საათიანი შეხვედრა.

ფორმატი: ფიზიკური დასწრებით

ფასი: 350 ლარი


დაწყების თარიღი: 3 დეკემბერი

კურსის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი


რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/1TJt812HvPP0yNZnlCXXFyITSNccvP88sUF92rbG71J4/edit



Share this event

დაგვიკავშირდით:

+995 599226622 

+995 577554443

© 2024 Bewise Georgia

bottom of page