ადაპტური უნარების აქსელერატორი
განავითარე უნარები, რომლებიც გაძლევს შესაძლებლობას იმოქმედო ეფექტურად მაშინაც, როცა გარემო მუდმივად იცვლება.


-
31 ოქტ. 2026, 10:00 – 16:00
Radisson RED Tbilisi, 44 Davit Aghmashenebeli Ave, T'bilisi 0102, Georgia
-
ადაპტური უნარების აქსელერატორი
თანამედროვე ბიზნესგარემო ხასიათდება სწრაფი ცვლილებებით, ტექნოლოგიების განვითარების მაღალი ტემპით, ამოცანების მზარდი კომპლექსურობითა და გადაწყვეტილებების მისაღებად სულ უფრო შეზღუდული დროით. AI და ციფრული ტექნოლოგიები ცვლის სამუშაო პროცესებს, პროფესიულ როლებსა და მენეჯერის ყოველდღიურ საქმიანობას.
ამ რეალობაში მხოლოდ პროფესიული ცოდნა აღარ არის საკმარისი. ორგანიზაციებს სჭირდებათ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სწრაფად შეაფასონ სიტუაცია, ადაპტირდნენ, ეფექტურად მოახდინონ კომუნიკაცია, სწორედ გამოიყენონ ტექნოლოგია, დაინახონ შესაძლებლობა და რეალურ შედეგად აქციონ.
„ადაპტური უნარების აქსელერატორი“ სწრაფად განავითარებს თანამედროვე პროფესიონალისა და მენეჯერისთვის მნიშვნელოვან ანალიტიკურ, მენეჯერულ, ადამიანურ და ტექნოლოგიურ უნარებს.
რას მიიღებენ მონაწილეები
უკეთ შეძლებენ გააანალიზონ ინფორმაცია;
სწორად განსაზღვრონ პრობლემა და შეაფასონ შესაძლო გადაწყვეტილებები;
მიიღონ გადაწყვეტილებები არასრული ინფორმაციისა და გაურკვევლობის პირობებშიც;
გამოიყენონ კრეატიული აზროვნება ახალი გზებისა და გადაწყვეტილებების მოსაძებნად;
მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიცია და მოახდინონ გავლენა;
უფრო ეფექტურად ითანამშრომლონ გუნდთან და დაინტერესებულ მხარეებთან;
გამოიყენონ AI და ციფრული ინსტრუმენტები საკუთარი შესაძლებლობებისა და პროდუქტიულობის გასაძლიერებლად;
სწრაფად მოერგონ ცვლილებებს და შეინარჩუნონ ეფექტურობა ახალ გარემოში;
იფიქრონ ანტერპრენერულად - დაინახონ შესაძლებლობა, აიღონ ინიციატივა და შექმნან ღირებულება.
მეთოდოლოგია
პროგრამა პრაქტიკულ სწავლებაზეა დაფუძნებული და აერთიანებს საერთაშორისო პრაქტიკაში გამოყენებული რამდენიმე მიდგომისა და
კომპეტენციური ჩარჩოს პრინციპებს:
Harvard Business School Case Method-ის პრინციპები - რეალური და რეალობასთან მიახლოებული ბიზნესსიტუაციების ანალიზი, ალტერნატივების შეფასება და გადაწყვეტილებების მიღება;
Harvard Kennedy School - Adaptive Leadership Framework - ცვლილების, გაურკვევლობისა და ისეთი გამოწვევების მართვა, რომლებსაც წინასწარ განსაზღვრული პასუხი არ აქვთ;
EntreComp - Entrepreneurship Competence Framework -შესაძლებლობების დანახვა, ინიციატივა, კრეატიულობა, თანამშრომლობა და იდეის ღირებულებად გარდაქმნა;
European Digital Competence Framework. DigComp 3.0 - ციფრული და AI ინსტრუმენტების გააზრებული და ეფექტური გამოყენება.
აქსლერატორი მოიცავს 6 ძირითად მოდულს:
1. ადაპტური აზროვნება და თანამედროვე მენეჯერის როლი
2. ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილების მიღება
3. Problem Solving და კრეატიული აზროვნება
4. კომუნიკაცია, გავლენა და თანამშრომლობა
5. ტექნოლოგია და AI როგორც შესაძლებლობების გამაძლიერებელი
6. მეწარმეობრივი აზროვნება და შესაძლებლობების შექმნა
ვისთვისაა აქსლერეტაორი?
განსაკუთრებით საინტერესო და ეფექტურია მათთვის, ვინც:
ვითარდება მენეჯერულ ან ლიდერულ როლში;
იღებს უფრო მეტ პასუხისმგებლობას გუნდზე, პროექტზე, პროცესზე ან შედეგზე;
მუშაობს სწრაფად ცვალებად და კონკურენტულ გარემოში;
ხშირად უწევს რთული პრობლემების გადაჭრა და გადაწყვეტილებების მიღება;
სურს გააძლიეროს ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება;
სურს უკეთ მართოს კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გავლენა;
იყენებს ან სურს უფრო ეფექტურად გამოიყენოს AI და თანამედროვე ტექნოლოგიები;
სურს იყოს უფრო პროაქტიული, მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული პროფესიონალი;
ემზადება კარიერული განვითარების შემდეგი ეტაპისთვის.
პროგრამიდან განსაკუთრებულ სარგებელს მიიღებენ: მენეჯერები და გუნდის ლიდერები, პროექტებისა და პროდუქტების მართვაში ჩართული პროფესიონალები, ბიზნესის განვითარების, გაყიდვების, კომერციული, მარკეტინგის, HR-ის, ოპერაციების და სხვა ბიზნესფუნქციების წარმომადგენლები, ასევე მაღალი პოტენციალის მქონე პროფესიონალები, რომლებიც ემზადებიან უფრო დიდი პასუხისმგებლობისთვის.
ადაპტური უნარების აქსელერატორი - გააძლიერე უნარები, რომლებიც გაძლევს შესაძლებლობას იმოქმედო ეფექტურად მაშინაც, როცა გარემო მუდმივად იცვლება.
ხანგრძლივობა: 24 სატრენინგო საათი
ფორმატი: ფიზიკური, შეხვედრები ჩატარდება შაბათობით 10:00 -16:00
ოთხი სრული დღე
ფასი : 1150 ლარი
ლოკაცია: Radisson RED Tbilisi
დარეგისტრირდი: https://forms.gle/7yEgQhN8qyKVPYgU8

