top of page
  • Facebook
  • Linkedin

მენეჯერის პროგრამა
საცალო ვაჭრობა

პროგრამის აღწერა:

თანამედროვე მენეჯერის საქმიანობა ითხოვს მრავალფეროვან ცოდნასა, უნარებს და გამოცდილებას სხვადასხვა მიმართლებით. შუა რგოლის მენეჯერის განვითარების პროგრამის მიზანია - ხელი შეუწყოს თანამედროვე მენეჯრს მოკლე პერიოდში შეიძინოს აუცილებელი უნარები და ცოდნა რომელიც დაეხმარება როგორც სტრატეგიული ამოცანების განხორციელებაში, ასევე ყოველდღური საქმიანობიდან გამომდინარე საოპერაციო ამოცანეფის ეფექტურად შესრულებაში . პროგრამაში შემავალი ტრენინგები ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს და მეორეს მხრივ ადაპტირებულია ლოკალურ გამოწვევებზე და კონტექსტზე; ტრენინგები პრაქტიკული ხასიათისაა, მოიცავს სხვადასხვა სავარჯიშოებს და სიმულაციებს, რაც მიზნად ისახავს რომ მონაწილეებმა მარტივად გადაიტანონ მიღებული ცოდნა თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში. პროგრამა გულისხმობს თვეში სამ ორ-საათიან შეხვედრას, როგორც ფიზიკურად ასევე დისტანციურად წინასწარი შეთანხმებით. სრული პროგრამის გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი და მონაწილეს გადაეცემა მასალების სრული პაკეტი, ასევე ხელმისაწვდომია წერტილოვნად მენტორინგი და საკონსულტაციო შეხვედრები დამატებითი შეთანხმების საფუძველზე.

​

ვისთვის არის განსაკუთრებით სასარგებლო ეს პროგრამა:

საცალო ვაჭრობის სხვადასხვა მიმართლების (საკვები და არასაკვები) კომპანიების დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის, შუა რგოლის მენეჯერებისთვის, მიმართულების ხელმძღვანელებისთვის, მცირე ჯგუფების ლიდერებისთვის, გაყიდვების მენეჯერებისთვის, მაღაზიის მენეჯერებისთვის და ადმინისტრატორებისთვის, რეგიონალური მენეჯერებისთვის, კატეგორიის მენეჯერებისთვის, ბრენდ-მენეჯერებისთვის, საწყობის მენეჯერებისთვის, კორპორატიული და e-commerce გაყიდვების მენეჯერებისთვის და ყველა იმ თანამშრომლისთვის ვისთვისაც საინტერესოა და აპირებს განვითარებას საცალო ვაჭრობის მიმართლებით.

​

მოსალოდნელი შედეგები:

 

  • გაყიდვების ზრდა და კომერციული მიზნების შესრულება;

  • მონაწილეები შეძლებენ გაყიდვების დაგეგმვას და შესრულებას KPI/OKR სისტემის მიხედვით

  • გაიუმჯობესებენ მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების მიღების უნარს, რაც აისახება მათ ყოველდღურ შედეგებში;

  • გუნდის პროდუქტიულობის ამაღლება და სუპერვაიზერული მართვის გაუმჯობესება;

  • გაეცნობიან გუნდის თანამედროვე მართვის, მოტივაციისა და კონტროლის სტრუქტურას;

  • გაეცნობიან საცალო ვაჭრობის პროცესების ოპტიმიზაციის და მიწოდების ჯაჭვის მართვის ეფექტიან მიდგომებს;
    მონაწილეები შეძლებენ  საცალო ვაჭრობის მზომი პარამეტრების ანალიზსა და გაუმჯობესებას;

  • საოპერაციო მართვის ცოდნის საფუძველზე შეძლებენ მარაგების ეფექტიან დაგეგმვას და რესურსების ოპტიმიზაციას;

  • მონაწილეები უკეთ შეძლებენ საქმიანობის კომერციულ ინტერპრეტაციას;

  • მონაწილეები შეისწავლიან როგორ გაიზომოს გაყიდვების ეფექტიანობა და მომგებიანობა;

  • მონაწილეები გაიუმჯობესებენ ბიზნეს კომუნიკაციის უნარებს და ტექნიკებს;

​

📈 პროგრამა მორგებულია საცალო ვაჭრობის ბიზნესის კომპანიების რეალობაზე, მოიცავს პრაქტიკულ ქეისებს ადგილობრივი ბაზრიდან და ხელს უწყობს მონაწილეების განვითარებას როგორც გუნდის ლიდერის, ისე შედეგებზე ორიენტირებული მენეჯერის როლში.

​

პროგრამის კალენდარი:

​

ოქტომბერი

  • მიწოდების ჯაჭვის მართვა საცალო ვაჭრობაში

  • მონაცემთა ანალიზი და გადაწყვეტილების მენეჯმენტი

  • კატეგორიის მენეჯმენტი საცალო ვაჭრობისთვის

ნოემბერი

  • ბიზნეს პროცესების მართვის საფუძვლები და ხარისხის მენეჯმენტი

  • გუნდის მართვა

  • პროდუქტის სტრატეგიული მართვა

იანვარი

  • გაყიდვები და მომხმარებლის გამოცდილების მენეჯმენტი

  • სტრატეგიული მოლაპარაკება და ბიზნეს კომუნიკაცია

  • ციფრული ტექნოლოგიები მენეჯერებისთვის

თებერვალი

  • სურსათის უვნებლობის ნორმები და საბაზისო პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები

  • პროდუქტის საოპერაციო მენეჯმენტი (გაყიდვები და შესყიდვები)

  • მერჩენდაიზინგი ეფექტური მენეჯმენტისთვის

მარტი

  • მიზნების დასახვა, შედეგების გაზომვა, KPI/OKR

  • ციფრული უნარები მენეჯერის საქმიანობაში, AI და დროის ეფექტურად გამოყენება

  • E-commerce საფუძვლები და გაყიდვების არხების მართვა

აპრილი

  • გაყიდვები /შედეგების ფინანსური და კომერციული მზომი პარამეტრები

  • ფლეიმინგი - სიახლეებზე ადაპტურობა და გამოწვევების პროექტული მართვა

  • მდგრადი ორგანიზაციული განვითარება

​

პროგრამის საფასური:

  • 6 თვის პროგრამის სრული საფასური - 2500 ლარი

  • წინასწარი რეგისტრაციის და გადახდის შემთხვევაში - 2000 ლარი;

  • ერთი თვის შეძენის საფასური - 800 ლარი;

ჯგუფების კორპორატიული შეთავაზებების განხილვა - ინდივიდუალური;

 

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის სპეციალური შეთავაზებები ჯგუფებისთვის.

​

​

IMG-3857.JPG

დაგვიკავშირდით:

+995 599226622 

​

+995 577554443

​

© 2024 Bewise Georgia

bottom of page