მენეჯერის პროგრამა
ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა
პროგრამის აღწერა:
თანამედროვე მენეჯერის საქმიანობა ითხოვს მრავალფეროვან ცოდნასა, უნარებს და გამოცდილებას სხვადასხვა მიმართლებით. შუა რგოლის მენეჯერის განვითარების პროგრამის მიზანია - ხელი შეუწყოს თანამედროვე მენეჯრს მოკლე პერიოდში შეიძინოს აუცილებელი უნარები და ცოდნა რომელიც დაეხმარება როგორც სტრატეგიული ამოცანების განხორციელებაში, ასევე ყოველდღური საქმიანობიდან გამომდინარე საოპერაციო ამოცანეფის ეფექტურად შესრულებაში . პროგრამაში შემავალი ტრენინგები ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს და მეორეს მხრივ ადაპტირებულია ლოკალურ გამოწვევებზე და კონტექსტზე; ტრენინგები პრაქტიკული ხასიათისაა, მოიცავს სხვადასხვა სავარჯიშოებს და სიმულაციებს, რაც მიზნად ისახავს რომ მონაწილეებმა მარტივად გადაიტანონ მიღებული ცოდნა თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში. პროგრამა გულისხმობს თვეში სამ ორ-საათიან შეხვედრას, როგორც ფიზიკურად ასევე დისტანციურად წინასწარი შეთანხმებით. სრული პროგრამის გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი და მონაწილეს გადაეცემა მასალების სრული პაკეტი, ასევე ხელმისაწვდომია წერტილოვნად მენტორინგი და საკონსულტაციო შეხვედრები დამატებითი შეთანხმების საფუძველზე.
ვისთვის არის განსაკუთრებით სასარგებლო ეს პროგრამა:
კომპანიის დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის, შუა რგოლის მენეჯერებისთვის, მიმართულების ხელმძღვანელებისთვის, მცირე ჯგუფების ლიდერებისთვის, გაყიდვების მენეჯერებისთვის, ტუროპერატორებისთვის, ავიაოპერატორებისთვის, სასტუმროს მენეჯერებისთვის და ადმინისტრატორებისთვის, რესტორნის მენეჯერებისთვის, შესყიდვების მენეჯერებისთვის, სოცმედია მენეჯერებისთვის და ყველა ტურიზმის/სტუმარ-მასპინძლობის სფეროში განვითარებით დაინტერესებული თანამშრომლებისთვის.
მოსალოდნელი შედეგები:
-
გაყიდვების ზრდა და კომერციული მიზნების შესრულება;
-
მონაწილეები შეძლებენ გაყიდვების დაგეგმვას და შესრულებას KPI/OKR სისტემის მიხედვით
-
გაიუმჯობესებენ მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების მიღების უნარს, რაც აისახება მათ ყოველდღურ შედეგებში;
-
გუნდის პროდუქტიულობის ამაღლება და სუპერვაიზერული მართვის გაუმჯობესება;
-
გაეცნობიან გუნდის თანამედროვე მართვის, მოტივაციისა და კონტროლის სტრუქტურას;
-
გაეცნობიან ტურიზმის და სტუმართ-მასპინძლობის ბიზნესის პროცესების მართვის ეფექტიან მიდგომებს;
-
მონაწილეები შეძლებენ სექტორის მზომი პარამეტრების ანალიზსა და გაუმჯობესებას;
-
საოპერაციო მართვის ცოდნის საფუძველზე შეძლებენ მარაგების ეფექტიან დაგეგმვას და დანაკარგების შემცირებას;
-
მონაწილეების უკეთ შეძლებენ საქმიანობის კომერციულ ინტერპრეტაციას;
-
მონაწილეები შეისწავლიან როგორ გაიზომოს გაყიდვების ეფექტიანობა და მომგებიანობა;
-
მონაწილეები გაიუმჯობესებენ ბიზნეს კომუნიკაციის უნარებს და ტექნიკებს;
📈 პროგრამა მორგებულია ტურიზმის სექტორის კომპანიების რეალობაზე, მოიცავს პრაქტიკულ ქეისებს ადგილობრივი ბაზრიდან და საერთაშორისო პრაქტიკიდან; პროგრამა ხელს უწყობს მონაწილეების განვითარებას როგორც გუნდის ლიდერის, ისე შედეგებზე ორიენტირებული მენეჯერის როლში.
პროგრამის კალენდარი:
ოქტომბერი
-
სტუმარ-მასპინძლობა და მიწოდების ღრებულებათა ჯაჭვის მართვა
-
მონაცემთა ანალიზი და გადაწყვეტილების მენეჯმენტი
-
ინკრემენტალური გაყიდვები და პარტნიორობა
ნოემბერი
-
ბიზნეს პროცესების მართვის საფუძვლები და ხარისხის მენეჯმენტი
-
გუნდის მართვა
-
პროდუქტის და მომსახურების განვითარება
იანვარი
-
გაყიდვები და მომხმარებლის გამოცდილების მენეჯმენტი
-
სტრატეგიული მოლაპარაკება და ბიზნეს კომუნიკაცია
-
ციფრული ტექნოლოგიები მენეჯერებისთვის
თებერვალი
-
სურსათის უვნებლობის ნორმები და საბაზისო პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები
-
გაყიდვების მენეჯმენტი
-
შესყიდვების (Procurement) მენეჯმენტი
მარტი
-
მიზნების დასახვა, შედეგების გაზომვა, KPI/OKR
-
ციფრული უნარები მენეჯერის საქმიანობაში, AI და დროის ეფექტურად გამოყენება
-
E-commerce საფუძვლები და გაყიდვების არხების მართვა
აპრილი
-
გაყიდვები /შედეგების ფინანსური და კომერციული მზომი პარამეტრები
-
ფლეიმინგი - სიახლეებზე ადაპტურობა და გამოწვევების პროექტული მართვა
-
მდგრადი ორგანიზაციული განვითარება
პროგრამის საფასური:
-
6 თვის პროგრამის სრული საფასური - 2500 ლარი
-
წინასწარი რეგისტრაციის და გადახდის შემთხვევაში - 2000 ლარი;
-
ერთი თვის შეძენის საფასური - 800 ლარი;
ჯგუფების კორპორატიული შეთავაზებების განხილვა - ინდივიდუალური;
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის სპეციალური შეთავაზებები ჯგუფებისთვის.
