Agile /Scrum/Kanban საბაზისო ტრენინგი
შინაარსი:
თანამედროვე ბიზნეს გარემოს დამახასიათებელი ნიშანია ცვლილებების საჭიროების გაზრდილი სიხშირე და დასმული ამოცანების კომპლექსურობა. ამასთან ერთად, ყოველი ახალი პროექტი ხშირად იწყება ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენით იმაზე თუ რა უნდა იყოს სასურველი შედეგი ან როგორი უნდა იყოს საბოლოო პროდუქტი. ამ გარემოებებში სიახლეების დანერგვაზე პასუხისმგებელი ადამიანების ამოცანა საჭიროებს სწორ მიდგომებს, ინსტრუმენტებს და მოქმედებათა თანამედროვე ჩარჩოების (framework-ების) ცოდნას. ამ კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან როგორც Agile ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ ყველაზე აქტუალურ მეთოდებს (Scrum, Kanban), ასევე გაეცნობიან იმ ინსტრუმენტებს და პრაქტიკებს, რომელიც არ არის უშუალოდ მეთოდოლოგიების ნაწილი, მაგრამ წარმატებით გამოიყენება Agile გუნდების მიერ საუკეთესო შედეგების მისაღწევად. ტრენინგი პრაქტიკული ხასიათისაა, გაჯერებულია სავარჯიშოებით, პრაქტიკული ქეისებით და რეალური მაგალითებით. ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები მარტივად შეძლებენ საკუთარ საქმიანობაში გადმოიტანონ შეძენილი ცოდნა და გააუმჯობესონ საკუთარი საქმიანობის შედეგები.
ვისთვისაა კურსი:
კურსი განკუთვნილია კომპანიების თანამშრომლებისთვის, რომლებიც
-
ქმნიან ახალ პროდუქტებს და მომსახურებას ან ავითარებენ უკვე არსებულს
-
სურთ რომ კომპანიის სიახლე მაქსიმალურად ითვალისწინებდეს მომხმარებლის საჭიროებას
-
მენეჯერებისთვის და გუნდის ლიდერებისთვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ გუნდურ მუშაობას და ხელს უწყობენ სიახლეების დანერგვას
-
ციფრული ინდუსტრიით და ციფრული პროექტებით დაინტერესებული ადამიანებისთვის
-
კურსიდან განსაკუთრებულ სარგებელს მიიღებენ Agile გუნდების წევრები
ხანგრძლივობა: 12 სატრენინგო საათი
ფორმატი: ფიზიკური შეხვედრები
ფასი: 750 ლარი
დაწყების თარიღი: 14.05.2025